რა არის კლინიკური კვლევა?
კლინიკური კვლევა ზოგადად ტარდება შემდეგ ფაზებად: 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-4 ფაზა.
კვლევების 1-ლი ფაზა:
- ხდება მცირე რაოდენობით ჯანმრთელი მოხალისეების ან პაციენტების ჩარიცხვა
- ამოწმებს საცდელი მკურნალობის უსაფრთხოებას და თუ რა ემართებას მას ადამიანის ორგანიზმში
- შეიძლება გაგრძელდეს დაახლოებით 6-დან 12 თვემდე.
კვლევების მე-2 ფაზა:
- ირიცხება ასობით პაციენტი
- ამოწმებს საკვლევი მკურნალობის ეფექტურობას და უსაფრთხოებას
- შეიძლება გაგრძელდეს 2-დან 4 წლამდე
კვლევების მე-3 ფაზა:
- ირიცხება ასობით და ათასობით პაციენტი
- დამატებით ამოწმებს საკვლევი მკურნალობის ეფექტურობას და უსაფრთხოებას
- შეიძლება გაგრძელდეს 5-დან 10 წლამდე
მე-3 ფაზის წარმატებით დასრულების შემდეგ, სპონსორი წარადგენს განაცხადს ერთი ან მეტი ქვეყნის ჯანდაცვის ორგანიზაციაში, რათა დაარეგისტრიროს საკვლევი მკურნალობა, როგორც მედიკამენტი ან სამედიცინო მოწყობილობა.
კვლევების მე-4 ფაზა:
- ტარდება, როდესაც მკურნალობა დამკიცდება გამოსაყენებლად
- ირიცხება ასობით და ათასობით პაციენტი
- ახდენს მკურნალობის გრძელვადიანი ეფექტების მონიტორინგს
- შეიძლება გაგრძელდეს 4-დან 8 წლამდე.
კლინიკური კვლევების ფაზები
